Sunday, March 2, 2014

ტრენინგის პირველი დღე

  გუშინ , პირველ მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს, გვქონდა პირველი ტრენინგი , ჩვენი ტრენინგის თემაა- პროექტებით სწავლება , ტრენინგი იყო საინტერესო , მრავალმხრივი , ისე ჩაიარა საერთოდ არ დავღლილვარ , რაც  ტრენერის უშუალო დამსახურებაა, ინტერესი ნამდვილად გამოიწვია და მომავალი დღის მოლოდინი გააჩინა.  რაც  შეეხება უშუალოდ ტრენინგს , განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვიხილეთ პროექტები, გავაანალიზეთ რამდენიმე მათგანი, შევადგინეთ ჩვენი საქაღალდე, ტრენინგის ბოლოს შევეცადეთ მოგვეფიქრებინა ჩვენი პროექტის სახელი , საერთო ჯამში  ტრენინგი იყო ნაყოფიერი , საინტერესო და სამომავლოდ საჭირო. მადლობა , რომ მომისმინეეთ,

No comments:

Post a Comment